დარეჯან ალექსანდრეს
ასული ნემსაძე დაიბადა ქ . ქუთაისში მოსამსახურის
ოჯახში . 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა N 15 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის რუსული
სექტორი და იმავე წელს
სწავლა განაგრძო ალ.წულუკიძის სახელობის
ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის
ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსული
ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სტუდენტობის პერიოდში 2-ჯერ იყო
წარდგენილი სახელობით სტიპენდიაზე
( აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის
და ვლ.მაიაკოვსკის სახელობის ). ქ-ნ დარეჯანი სტუდენტური მე-3 შრომითი სემესტრების აქტიური
მონაწილე იყო.ის გახლდათ გაერთიანებული რაზმის „საქართველო 85“(ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის სახელმწიფო
პედინსტიტუტი,ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი,საქართველოს სახელმწიფო
ტექნიკური უნივერსიტეტი)-კომისარი.რაზმი მივლინებული იყო რუსეთში კრასნოდარის მხარის
ქალაქ აბინსკში.შრომით სემესტრში ნაყოფიერი და წარმატებული მოღვაწეობისათვის პედინსტიტუტის
რექტორატის მიერ დარეჯან ნემსაძე დაჯილდოვებული იყო ტურისტული საგზურით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,სადაც
საქართველოს საუკეთესო სტუდენტთა ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა 1986 წლის იანვარ-თებერვალში.
სტუდენტობის დროს დარეჯან ნემსაძე არის საქალაქო, ზონალური, რესპუბლიკური ოლიმპიადებისა და კონფერენციების გამარჯვებული. ინსტიტუტში სწავლის დროს მიღებული იქნა პარტიის რიგებში . იყო XIX მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.1987 წელს მაგისტრის ხარიხით ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის N38 საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.1993 წლიდან გადავიდა სამუშაოდ ქუთაისის პედინსტიტუტის საბაზო-ექსპერიმენტულ სკოლაში ,რომლის საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზია -დღევანდელი N40 საჯარო სკოლა, სადაც ქ-ნი დარეჯან ნემსაძე ნაყოფიერად და წარმატებით შრომობს დღემდე.
სტუდენტობის დროს დარეჯან ნემსაძე არის საქალაქო, ზონალური, რესპუბლიკური ოლიმპიადებისა და კონფერენციების გამარჯვებული. ინსტიტუტში სწავლის დროს მიღებული იქნა პარტიის რიგებში . იყო XIX მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.1987 წელს მაგისტრის ხარიხით ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის N38 საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.1993 წლიდან გადავიდა სამუშაოდ ქუთაისის პედინსტიტუტის საბაზო-ექსპერიმენტულ სკოლაში ,რომლის საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზია -დღევანდელი N40 საჯარო სკოლა, სადაც ქ-ნი დარეჯან ნემსაძე ნაყოფიერად და წარმატებით შრომობს დღემდე.
1997 წლის 21 ოქტომბერს , როგორც
მოწინავე პედაგოგი , ქ-ნი დარეჯანი
სტუმრობდა საქართველოს პარლამენტს.
დარეჯან ნემსაძე
არის ალ.პუშკინის სახელობის
პრემიის ლაურეატი. მან გაიმარჯვა 2010 წელს უახლოესი საზღვარგარეთის , გერმანიის , ისრაელის ,იტალიის ბულგარეთის
რუსული ენის მასწავლებელთა ალ.პუშკინის
სახელობის X საერთაშორისო კონკურსში.2010 წლის სექტემბერში კონკურსის
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ქ-ნი დარეჯან
ნემსაძე მიწვეული იქნა ქ.მოსკოვში დაჯილდოვების
საზეიმო ცერომონიაზე, სადაც მას გადაეცა ლაურეატობის
დამადასტურებელი დიპლომი , ფულადი პრემია
და ფასიანი საჩუქრები .
2011 წლის აპრილში მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ღონისძიებაში ,,ლევ ტოლსტოის
დღეები საქართველოში ‘’.მოხსენებით
,, ომი თუ მშვიდობა ?
კულტურების დიალოგი , როგორც
ეროვნებებს შორის შუღლის
ჩახშობის ფაქტორი ‘’ ქ-ნი დარეჯან
ნემსაძე წარსდგა ,,ტოლსტოის
დღეების’’ ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო
კონფერენციაზე.
2010-2011 სასწავლო წელს გაიმარჯვა პროექტში
,, ჩემი საყვარელი მასწავლებელი’’
ქ-ნი დარეჯანი აქტიურად
თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებასთან ,,თანამემამულენი’’.დაჯილდოვებულია საზოგადოების
მადლობის ფურცლებითა და სიგელებით.
2011 წლის ივნის-ნოემბერში მონაწილეობდა
საქართველოსა და რუსეთის
რუსული ენის მასწავლებელთა ერთობლივ
სამშვიდობო მისია -პროექტში
,,В мире
жить -- с
миром жить!’’( ორგანიზატორები: კულტურულ
-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი’’ (საქართველო) და ფონდი ,,
დონის ქალები ‘’ (რუსეთი). ტრენინგები და ერთობლივი ღონისძიებები
მიმდინარეობდა ერევანში, ქობულეთსა და როსტოვში
.
2011 წელს N40 საჯარო სკოლის პედკოლექტივმა ქალბატონი დარეჯან
ნემსაძე სკოლის საუკეთესო
მასწავლებლად დაასახელა. ქალაქის მერმა ბატონმა გია თევდორაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ა.ბობოხიძემ გამარჯვებული
პედაგოგი ფულადი პრემიითა და სამახსოვრო
წიგნით დაასაჩუქრეს .
2012 წლის 17.09- 17.11 ჩათვლით დარეჯან
ნემსაძემ გაიარა პროფესიული
გადამზადებისა და პროფესიული
ორიენტაციის ტრენინგი ,,ისწავლე დღეს, დასაქმდი ხვალ’’
უცხო ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში.პედაგოგი ფლობს შესაბამის
წარჩინებით სერტიფიკატებს .
2013 წლის აპრილ-მაისში დაამთავრა
ტურისტული მეგზურის 2-თვიანი
კურსი . არის სერტიფიტირებული გიდი.
2015 წლის
30 მაისს მონაწილეობდა სსიპ ქ.ქუთაისის N40 საჯარო
სკოლის მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა მე-2 სასწავლო- მეთოდურ კონფერენციაში.
2015 წლის 17 ოქტომბერს ქ-ნი დარეჯან ნემსაძე
მონაწილეობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის ,განათლების მეცნიერებათა
დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარებულ მასწავლებელთა
IVსაუნივერსიტეტო კონფერენციაში
,, უნივერსიტეტი სკოლას- სკოლა
უნივერსიტეტს !’’,სადაც ქ-ნი დარეჯანი
წარსდგა მოხსენებით ,, პროექტის
მეთოდი რუსული ენის გაკვეთილზე’’.
ქ-ნი დარეჯანი
არის სერტიფიცირებული პედაგოგი ,ჩაბარებული
აქვს როგორც 2 ძირითადი
საგანი . ასევე 2 დამატებითი - უცხო ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში.
1990 წლიდან
დღემდე სისტემატიურად იმაღლებს
კვალიფიკაციას როგორც საქართველოში , ასევე რესპუბლიკის
ფარგლებს გარეთ(2003 წლის აგვისტო -ტრენინგი ქ.როსტოვის
განათლების მუშაკთა გადამზადებისა და და პედაგოგთა კვალიფიკაციის
ამაღლების საოლქო ინსტიტუტი).
ქ-ნი დარეჯანი სისტემატიურად ატარებს
სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებს, კონკურსებს, დისკუსიებს ,პრეზენტაციებს ,ლეტერატურულ სალონებს, რაც
მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს .
მისი მოსწავლეები აქტიურად
მონაწილეობენ ოლიმპიადებსა და რესპუბლიკურ
კონფერენციებში .მათი წარმატებებისათვის და აქტიური
პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პედაგოგს მიღებული
აქვს მრავალი მადლობის
ფურცელი თბილისის მოსწავლე-
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სიგელები ,დიპლომები,ქუთაისის განათლების
განყოფილების ჯილდო .ქ-ნ დარეჯან
ნემსაძის ,როგორც აქტიური პედაგოგის
მოსწავლე , აკაკი ბრეგვაძე , რუსულმა
საზოგადოებამ ,,თანამემამულენი’’ დააჯილდოვა
უფასო ექსკურსიით რუსეთში ,ცნობილ მარშრუტზე ..Золотое
кольцо России’(2012 წლის ივლისი).
დარეჯან ნემსაძის მოსწავლის
გაგა სორდიას ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალში,, თეთრი წერო“-2003 წლის თებერვალი .DFID UN VOLUNTEERS.
ქ-ნი დარეჯანის სტატია
დაბეჭდილია 2003 წლის 11.11
N13 პედაგოგთა გაზეთ ,,სანთელში’’. სატატიები მის შესახებ
დაბეჭდილია გაზეთში ,,P.S’’ N3(29.11-05.12),2010 წელი; ჟურნალში ..Русский клуб'' N10,2010წლის ოქტომბერი ; N5, 2011 წლის
მაისი .
ქ-ნი დარეჯან ნემსაძის ვოიაჟს ქ.მოსკოვში 2010 წლის სექტემბერში ტელეკომპანიამ ,,რიონი ‘’ დაუთმო ტელეგადაცემა. ქ-ნ დარეჯან ნემსაძე მუდმივად არის კლასის ხელმძღვანელი. მან არაერთი თაობა გამოზარდა. მისი კლასები გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, ადამიანობით, ზნეობით. ზუსტად ამაზე წერს N40 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ბატონი მიხეილ არახამია თავის წიგნში „პრაქტიკული დიდაქტიკისა და სკოლათმცოდნეობის ზოგიერთი საკითხი“(ქუთაისი;2010 წელი)
ქალბატონ დარეჯანს ძალიან ახალგაზრდას ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში დაეღუპა მეუღლე - ექიმი-სტომატოლოგი გია სორდია. ჰყავს ერთი ვაჟი - გაგა სორდია, რძალი -თეონა ხურციძე და შვილიშვილი თებეა.
ქ-ნი დარეჯან ნემსაძის ვოიაჟს ქ.მოსკოვში 2010 წლის სექტემბერში ტელეკომპანიამ ,,რიონი ‘’ დაუთმო ტელეგადაცემა. ქ-ნ დარეჯან ნემსაძე მუდმივად არის კლასის ხელმძღვანელი. მან არაერთი თაობა გამოზარდა. მისი კლასები გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, ადამიანობით, ზნეობით. ზუსტად ამაზე წერს N40 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ბატონი მიხეილ არახამია თავის წიგნში „პრაქტიკული დიდაქტიკისა და სკოლათმცოდნეობის ზოგიერთი საკითხი“(ქუთაისი;2010 წელი)
ქ-ნი დარეჯანი დღემდე
ემსახურება მომავალ თაობას
, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს კოლეგებში ,
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
შორის .2015
წლის 29 დეკემბერს
N40 საჯარო სკოლის
მოსწავლეებმმა ის ყველაზე
ელეგანტურ მასწავლებლად დაასახელეს.მიუხედავად საკმაოდ დიდი პედაგოგიური
გამოცდილებისა, ქ-ნი დარეჯან ნემსაძე მუდმივ ძიებასა და შრომაშია. გვჯერა , ქ-ნი დარეჯანი კვლავ გაახარებს სკოლას თავისი აღსაზრდელების წარმატებებითა
და გამარჯვებებით.
ქეთევან ჟორჟის ასული რუხაძე. დაბადების თარიღი-1971
წლის 13 ივნისი.
დაბადების ადგილი- ქ.ქუთაისი. დაიბადა ინჟინერის ოჯახში.
1978-1988 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის #31 საჯარო
სკოლაში.1988 წელს სწავლა გააგრძელა ქ.ქუთაისის
აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალობაზე,
რომელიც დაამთავრა 1994 წელს წარჩინებით, მაგისტრის
ხარისხით.
უნივერსიტეტის
დამთავრებისთანავე (1994-2004) მუშაობა დაიწყო
ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზიაში მათემატიკა-ინფორმატიკის მასწავლებლად.2004-2005 წლებში
მუშაობდა ქ.ქუთაისის #40 საშუალო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად,.2005-2016 წლებში
ქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად, სადაც მუშაობს დღემდე.
2010 წელს გახდა სერტიფიცირებული პედაგოგი, ხოლო
2012 წელს გახდა დაწყებითი განათლების სერტიფიცირებული პედაგოგი მათემატიკაში
(I-VI კლასი)
.2011 წელს ჩააბარა ინგლისურ-კომპიუტერის გამოცდა. 2011 წლის იანვრის თვეში იმყოფებოდა
სტაჟირებაზე ნოტინგემში. 2013 -2014 სასწავლო წლის პირველი ეროვნული კონფერენციის მონაწილე და მეორე
ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულია. ასევე მონაწილეობდა აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პედაგოგიკის კათედრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
2015
წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში დაბეჭდა
სტატია თემაზე „დიდაქტიკური თამაშები მათემატიკაში.“ 2010-2015 წლებში გაიარა
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ხელშეწყობით პედაგოგების გადამზადებისა და
კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა ტრენინგი.
დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი:13 წლის
მარიამ მანაგაძე და 12 წლის ბესარიონ მანაგაძე.მარიამი
და ბესო სწავლობენ ქ ქუთაისის ა.რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში.
ლარისა რუსაძე დაიბადა 1960 წლის 12 თებერვალს რუსეთში,
მოსამსახურის ოჯახში. გაიზარდა საქართველოში.
1967-1977
წლებში სწავობდა ქუთაისის №13 საშუალო სკოლაში., რომლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა
ქუთაისის ა.წულუკიძის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული ენის
სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1981 წელს. სტუდენტობის პერიოდში ის იყო
არაერთი ოლიმპიადისა და კონფერენციის, სტუდენტური დღეების გამარჯვებული.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1981წელს განაწილებით დაიწყო მუშაობა ქუთაისის №35 საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. 1997 წლიდან მუშაობდა
თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის კოლეჯის ქუთაისის ფილიალში რუსული ენისა და სამედიცინო
ტერმინოლოგიის მასწავლებლად, შემდეგ სამედიცინო კოლეჯში „მედიკოსი“. 2007 წლიდან მუშაობს
ქუთაისის №40 საჯარო სკოლაში. 2010 წელს მიენიჭა
სერტიფიცირებული მასწავლებლის, ხოლო 2011 წელს საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის
სტატუსი. ამ სტატუსით ის ორჯერ მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტთან და განათლების
მინისტრთან შეხვედრაში.
2011 წელს ის მონაწილეობდა
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების „სოხუმი“ და
„Женщины Дона“ ერთობლივ საერთაშორისო პროექტში „В мире жить с миром жить“.
ბესიკ
ჯანელიძე დაიბადა 1955 წლის 11 აპრილს. 1962–72 წლებში სწავლობდა ქუთაისის მე–4
საშუალო სკოლაში, 1965 წელს ვარჯიში დაიწყო სპორტულ ტანვარჯიშში, შემდეგ კი
სპორტულ აკრობატიკაში. არის საქართველოს 1971 და 1972 წლის ჩემპიონი. 1972–1976
წლებში სწავლას აგრძელებს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური
აღზრდის სპეციალობაზე, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ დატოვებული იქნა ფიზიკური
აღზრდის კათედრაზე, სადაც დღესაც მუშაობს. 1983 წლიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის
სპორტკომიტეტში ინსტრუქტორად, 1984 წელს კი გადაიყვანეს რესპუბლიკის უმაღლესი დაოსტატების სპორტული
სკოლის ფილიალის უფროსად, სადაც მუშაობდა მის ლიკვიდაციამდე, 1993 წლამდე.
აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სპორტულ სკოლაში დაოსტატდნენ
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები: ილია გიორგაძე და სოფიკო მანაგაძე (სპორტული
ტანვარჯიში) ფატი სულაქველიძე, იოსებ თუთბერიძე და მალხაზ ბერემელაშვილი (აკრობატიკა)
ილია ჩაგანავა (ტყვიის სროლა) ხვიჩა სუპატაშვილი, თამილა მესხი, ჰენრიეტა
ლაგვილავა (ჭადრაკი) და მრავალი სხვა, აღნიშნული სპორტსმენები წარმატებას
აღწევდნენ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ თამაშებზე.
1988 წელს ბესიკ ჯანელიძე აირჩიეს საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაციის
პასუხისმგებელ მდივნად, სადაც 28 წელია უცვლელად მუშაობს გენერალური მდივნის
თანამდებობაზე. დღემდე ბალახის ჰოკეის განვითარება და მიღწეული შედეგები ბესიკი
ჯანელიძის დაუღალავი და კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგია.
2006 წლიდან ბესიკ ჯანელიძე მუშაობას
იწყებს N 40 საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგის თანამდებობაზე. სკოლაში მუშაობის
პერიოდში გულნარა ბზიკაძესთან ერთად (სპორტის პედაგოგი) მკვეთრად ამაღლდა სპორტული მუშაობა. დღეს უკვე
საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ შეჯიობრებებში N 40 საჯარო სკოლა ერთ–ერთი
ანგარიშგასაწევი ძალაა.
2015 წელს სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ
ბესიკ ჯანელიძე აღიარა სკოლის საუკეთესო პედაგოგად. ამავე წლის 14 ნოემბერს ის
მოხსენებით წარსდგა (თბილისში ჩატარებულ) მასწავლებელთა მე–3 ეროვნულ
კონფერენციაზე, სადაც მისმა თემამ „ბალახის ჰოკეის სწავლება მოსწავლეთა ფიზიკური
და გუნდური პრინციპების
განვითარებისათვის“ დიდი მოწონება
დაიმსახურა.
ბესიკ ჯანელიძეს მინიჭებული აქვს
საქართველოს სპორტი დამსახურებული მუშაკისა და ეროვნული არბიტრის წოდებები, ის
თავის აღზრდილებთან ერთად დღესაც მსაჯობს საქალაქო, ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბით
ჩატარებულ შეჯიბრებებს.
ბესიკ ჯანელიძე სპორტში მუშაობას
წარმატებით უთავსებს
სამეცნიერო–პედაგოგიურ საქმიანობას, მისი ინიციატივით საქართველოს 8 საჯარო
სკოლაში ბალახის ჰოკეი არჩეული იქნა სპორტის სავალდებულო სახედ, მისი ავტორობით
მომზადდა ბალახის ჰოკეის გზამკვლევი სპორტის გაკვეთილებისათვის, რომელიც
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა კრებულის სახით, მასვე
გამოქვეყნებული აქვს 4 სახელმძღვანელო და 8 საკვლეო–სამეცნიერო შრომა, ავტორია
მრავალი პუბლიკაციისა და საგაზეთო მასალის. არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური
კომიტეტისა და იმერეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აკადემიის წევრი.
მისი ხელმძღვანელობით, სკოლის
მოსწავლეები და სტუდენტები წარმატებას აღწევენ – საქალაქო და საერთაშორისო
მაშტაბით გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში. ის არის ქუთაისის საერო ინსტიტუტი
„გელათის“ „ასოცირებული პროფესორი“.
ბესიკ ჯანელიძე არის 2 საერთაშორისო
სერტიფიკატის მფლობელი, დაჯილდოებულია მრავალი საპატიო სიგელითა და დიპლომით.
ჰყავს მეუღლე – ლალი კოპალიანი, 2
შვილი და 3 შვილიშვილი, ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ქანთარიას ქუჩა #12–ში.
მე, გულნაზ მერკვილაძე , დავიბადე ქ.ქუთაისში, 7 აგვისტოს, 1951 წელს. დაწყებითი განათლება მივიღე ტყიბულის რაიონის სოფელ გელათის 8 წლიან სკოლაში, საშუალო სკოლა დავამთავრე ქ.ტყიბულის №5 საშუალო სკოლაში.
უმაღლესი განათლება, სპეციალობით დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, მივიღე ალ.წულუკი- ძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტი- ტუტში, რომელიც დავამთავრე 1974 წელს.
1974-1977 წლებში ვმუშაობდი გელათის 8 წლიან სკოლაში პედაგოგად.
1988-1993 წლებში №39 საშუალო სკოლაში პედაგოგად .
1993-1994 წლებში საბაზო სკოლა-გიმნაზიაში დაწყებითი კლასის პედაგოგად.
1994-2004 წლებში №1 დაწყებით სკოლაში პედაგოგად.
2009-2016 წლებში ქუთაისის №40 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგად.
რუსუდან შალვას ასული ლაღაძე -სვანაძისა დაიბადა
1953 წლის 5 სექტეტემბერს.
სკოლაში შევიდა 1960 წელს. 1970 წელს დაამთავრა
ქ. ქუთაისის N 29-საშუალო სკოლა.
მუშაობდა ქ. თბილისში განათლების სამინისტროს საპროექტოში.
1974 წელს ჩააბარა ქ. ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გეოგრაფია-ბიოლოგიის
სპეციალობით.
ინსტიტუტი დაამთავრა 1979 წელს. გეოგრაფია-ბიოლოგიის
სპეციალობით. მიენიჭა
მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1981 წელს მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის მე-15 საშუალო სკოლაში. სკოლაში მუშაობის
პერიოდში მიღებული აქვს მრავალი სიგელი და მადლობა წარმატებული მუშაობისათვის.
ყოველი წლის ბოლოს ყავდა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული
მოსწავლეები.
მონაწილეობას იღებდა კონფერენციებში. ყავდა რესპუბლიკურ
კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები. ატარებდა სასწავლო
შემოქმედებით ღონისძიებებს. იყო პირველი კატეგორიის მასწავლებელი. მე-15 სკოლაში იმუშავა
20 წელი.
2000 წელს
მუშაობა დაიწყო აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საბაზო ექსპერიმენტული სკოლა -გიმნაზიაში. (დღეს N40 საჯარო სკოლა)
დღემდე
მუშაობს N40 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. სკოლაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობას
იღებდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
ყავდა გამარჯვებული მოსწავლეები. არის სოროსის ოლიმპიადის მრავალგზის გამარჯვებული.
მონაწილეობას იღებდა პროექტი „ირმის ნახტომი“. გაიმარჯვა და საჩუქრად მიიღო „სკანერი“.
მიებული აქვს მრავალი სიგელი და ფულადი ჯილდო. გაწეული მუშაობისათვის.
რუსუდანი
გამოირჩევა პასუხისმგებლობით, არის კოლეგიალური. კარგი ავტორიტეტით სარგებლობს პედაგოგიურ
კოლექტივში.
ყავს
მეუღლე და 3 შვილი და 7 შვილიშვილი.
გულნარა ბზიკაძე დაიბადა 1949 წლის 15 იამვარს წყალტუბოს რაიონი სოფელი გვიშგიპი.
1966- წელს დაამთავრა ქ.ქუთაისი მე-4 საშუალო სკოლა.
1966-წელს გახდა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში.
1967-წელს მოეწყო საქართველოს სახელობის ფიზიკური კულტურის ისტიტუტში.
1967-წელს მუშაობა დაიწყო გრამვაი-ტროლეიბუსებში იარაღის გამცემად.
1971-წლის 09-6 გათავისუფლდა პირადი განცხადებით სამსახურიდან.
1971-წელს დაამთავრა საქართველოს სახელობის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი .
1965-71-წლებში იყო საქართველოს ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრები გუნდის უცვლელი წევრი. დაჯილდოებულია სიგელებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებით და მედალებით.
1971-წელს დაოჯახდა ყავს მეღლე და ორი შვილი
1971-წელს 15/11 დან 1975-წლამდე მუშაობდა ქალაქ ტყიბულის N6 საშუალო სკოლაში ფიზკულტურია უპროს მასწავლებლად
1975-წლის 5 სექტემბრიდან 1979-წლის პირველ თებერვალს მუშაობდა ქალაქ ქუთაისის ბავშვთა ტანვარჯიშელ სპორტული სკოლის მწვრთნელ მასწავლებლად.
1979-წლის 1 თებერვლიდან მუშაობდა N20 საშუალო სკოლაში ფიზკულტურის უფროს მასწავლებლად.
1986-წელს გადაიყვანეს N17 საშუალო ფ/ა უფროს მასწავლებლად სადაც მიანიჭეს 1 კატეგორიის მასწავლებელის წოდება.
1992-წლის 1,09 გადაიყვანეს ა/წერეთლის სახელობის სკოლა გიმნაზიაში ფ/ა მასწავლებლად. შემდეგ გადაიყვანეს უფროს მასწავლებლად.
აქედან მოყოლებული დღემდე: გამოჰყავს საქალაქო შეჯიბრებებზე გუნდები სხვადასხვა სპორტის სახეში. მისი გუნდები დაჯილდოებული არიან მედლებით და დიპლომებით.
2013-წელს მხ. სტრუქტურაში აიღეს ვერცხლის მედლები. 2014- წელს ბრინჯაო.
2015-წელს საქალაქო შეჯიბრებაზე გამოიყვანა მძლეოსანთა გუნდი და დაიმსახურა ოქროს მედლები და დიპლომები.
მასწავლებლებთან ერთად გუნდები დაასვენეს ანაკლიაში და მერიამ დააჯილდოვა ფულადი ჯილდოთი. ამჟამად მუშაობას აგრძელებს შემართებით და ემზადება მომავალი შეჯიბრისათვის .
აზა ჯამბურიძემ 1989 წელს დაამთავრა ალ.წულუკიძის
სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის
სპეციალობით. მინიჭებული აქვს მაგისტრის წოდება. წლების განმავლობაში მუშაობდა 42-ე პროფსასწავლებელში, ვაჭრობისა და საზკვების
გაერთიანებაში, „გელათისა’ და ბამბის საქსოვ ფაბრიკებში, „გელათის „ ბაგა-ბაღში, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ საზოგადოებაში. იყო კომუნისტური პარტიის წევრი. საზოგადოებრივ საწყისებზე
მუშაობდა პარტბიუროს მდივნად. ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას პოლიტგანათლების ქსელში.
არაერთხელ იყო პარტიული ფორუმების მონაწილე. მუშაობდა პარტიის ლენინის რაიკომში.
1990 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ
მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის
38-ე საშუალო სკოლაში ქართული
ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლად. 1994 წლიდან გადავიდა სამუშაოდ ქუთაისის პედინსტიტუტის საბაზო-ექსპერიმენტულ სკოლაში ,რომლის საფუძველზე
შეიქმნა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო
გიმნაზია -დღევანდელი N40 საჯარო სკოლა, სადაც აზა ჯამბურიძე
ნაყოფიერად და წარმატებით მუშაობს
დღემდე. არის სერტიფიცირებული მასწავლებელი. მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის
სტატუსი.
დაჯილდოებულია საპატიო და მადლობის სიგელებით. მისი მოსწავლეები აქტიურად
მონაწილეობენ რესპუბლიკურ კონფერენციებში . ნაყოფიერი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული
აქვს მადლობის ფურცელები
თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული
სასახლის , ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სიგელები და დიპლომები.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს
კურსები და ტრენინგები:ქართულ ენასა და ლიტერატურაში , ასევე ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
ქალბატონი აზა ჯამბურიძე აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაში, წინსვლასა და წარმატებებში.
ბლოგზე მუშაობა გრძელდება. ძვირფასო პედაგოგებო, გთხოვთ მოგვაწოდეთ თქვენი ბიოგრაფიები! მისამართი: 40skola@gmail.com
ReplyDelete