Tuesday, March 1, 2016





               ინტერვიუ   ბატონ მიხეილ არახამიასთან


-       -------გამარჯობა, ბატონო მიხეილ. მადლობა, რომ დაგვთანხმდით იტერვიუს ჩაწერაზე. რა შეკითხვას ელოდებით ჩვენგან?
-       -------(იცინის, ფიქრის შემდეგ ამბობს) ალბათ, მკითხავთ, თუ რატომ წამოვედი სამსახურიდან.
-       მაშინ, თქვენვე უპასუხეთ..
-       ------სიმართლე ისაა, რომ კი არ წამოვედი, გამომიშვეს..  პრეზიდენტის განკარგულებით 65 წელს გადაცილებული დირექტორები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ თანამდებობებს. ეს კანონიერი იყო სრულებით. მაგრამ შემდეგ, როცა მინისტრად 74 წლის პიროვნება დაინიშნა, უსამართლბის გრძნობა გამიჩნდა.
-       --------ისაუბრეთ თქვენი ბავშვობის შესახებ. რა მომენტებს   გამოყოფდით?
-      --------- ერთ ამბავს მოგიყვებით: ადრე მასწავლებლები წიგნაკებში ინიშნავდნენ ხოლმე მოსწავლეების ნიშნებს და საბოლოო შეფასებაც იქედან გამოჰყავდათ. ერთხელ სწორედ ეს წიგნაკი მოჰპარა ჩვენი რუსულის მასწავლებელს ჩემმა კლასელმა  და დაწვა. მე ცალკე დამიბარა პედაგოგმა და მთხოვა, გამერკვია ვისი ნამოქმედარი იყო. ვიცოდი, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩამშვები ჩემს დღეში არ ვყოფილვარ! ხშირად მეკითხებოდა ხოლმე მასწავლებელი, გავიგე თუ არა, ვინ გააკეთა ეს.  პასუხი უარყოფითი იყო. ამის შემდეგ გადამეკიდა. გაკვეთილზე რომ გადავილაპარაკე, საკითხი ასე დამიყენა: ან მე უნდა გავსულიყავი გარეთ, ან -- ის, ან -- მთელი კლასი.. არჩევანი საკუთარ თავზე შევაჩერე. რადგან რუსულზე დასწრება აკრძალული მქონდა, დაფნარი იყო სკოლასთან და, მაგ დროს, იქ დავეხეტებოდი ხოლმე. თუმცა, მალე იძულებული გახდა უკან დავებრუნებინე, რადგან დირექტორმა ვერაფერი საგანგაშო დაინახა ჩემს ქცევაში, გარდა ამისა, არც მასწავლებელს ჰყავდა ჩემ გარდა ვინმე ისეთი, ვინც გაკვეთილს მოამზადებდა.
-       სკოლის დირექტორი ახსენეთ. როგორც ვიცით, ბატონმა კარლო ვარდიამ დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებასა და ცნობიერებაზე.
-       მამაჩემი მეორე მსოფლიო ომიდან ინვალიდი დაბრუნდა. დირექტორმა კარგად იცოდა, რომ  ღარიბი ოჯახი სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი სწავლის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებდა. „თბილისში მივდივარ, თან ამ ბავშვსაც წავიყვანო“ - ასე უთხრა მამას, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ სულაც არ ჰქონდა საქმე დედაქალაქში და საგანგებოდ ჩემთვის მოდიოდა. 
    გამოცდა არ დამავიწყდება არასოდეს. ოთხიანი მივიღე!! უკან გოგონა მეჯდა, მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე ჩემი საკითხის გაკეთება, რაც მისას მოვრჩი. დრო აღარ მეყო. დაბრუნებისას ბატონი კარლო მეუბნება: „ქუთაისში თუ ხარ ნამყოფი?“ „არა-მეთქი“, ვუპასუხე. დავათვალიერეთ ქალაქი. „მოდი, ახლა ბარემ ინსტიტუტშიც შევიაროთო“ - მითხრა. ახალი დამთავრებული იყო გამოცდები, თუმცა მაინც დამიშვეს. ჩავაბარე და იქ მოვეწყვე. მისივე ნათესავებთან მიმიჩინა ბინა.  მთელი ცხოვრებაა, ჩემი დირექტორის თვალით ვზომავ და ვწონი საქმეს და ისე ვაკეთებ, როგორც ის მოიქცეოდა. დღემდე ავორიტეტია ჩემთვის!
-       თქვენი სიმკაცრის შესახებ ლეგენდები დადის. გვესაუბრეთ ხასიათზე.
-       შეიძლება მკაცრი ვიყავი, მაგრამ უსამართლო -- არასოდეს! ერთ წელს 72 ბავშვი გავრიცხე სკოლიდან. ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთის დაბრუნება მთხოვა (მისი ნათესავი იყო). მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, უარი ვუთხარი. მაშინ დარჩენილი 71 მოსწავლეც უკან უნდა მიმეღო. გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირი იყო. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ სამოთახიანი ბინის გასაღებს მაძლევდნენ იმ შემთხვევაში, თუ ერთი მაღალჩინოსნის შვილს ხუთიანს გამოვაყოლებდი. კატეგორიულად ვიუარე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ნაქირავებში ვცხოვრობდი და ეკონომიკურადაც ძალიან მიჭირდა. ვიცოდი, რომ კარლო ვარდია ამას არ გააკეთებდა.
-   --------    ამჟამად რას საქმიანობთ?
-  -----------     ლექციებს ვკითხულობ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე.
-  ------------     ანუ დღემდე განათლების სფეროში მუშაობთ, როგორ შეაფასებდით ინტელექტის თვალსაზრისით ახალ  თაობას?
-     ----------  ჭკვიანი თობა მოდის, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა ნაკითხი. გაუნათლებელიც ბევრია, სამწუხაროდ.
-      ----------------- რა იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი თქვენს ცხოვრებაში?
-       ამაზე დიდხანს ნამდვილად არ ვიფიქრებ და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მომენტი ქალიშვილის დაბადება გახლდათ. მშობიარობა რთულად მიდიოდა, ექიმებმა ისიც კი მკითხეს, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, რომელი გადაერჩინათ, დედა თუ შვილი. გინდ გამკიცხეთ, გინდ არა -- დედა-მეთქი, ეს იყო ჩემი პასუხი. საბედნიეროდ, ორივე ცოცხალი და ჯანმრთელი წამოვიყვანე საავადმყოფოდან!
-    ------------   რა ადგილი უჭირავს მე-40 სკოლაში გატარებულ წლებს?
-       ბ ე დ ნ ი ე რ ი! უამრავი მოგონება მაკავშირებს მასთან, ზოგი სევდიანია, ზოგი -- მხიარული. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი დატოვება. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. როცა უკანასკნელი საათებიც გამიუქმეს, არ დავმალავ და, მეტად ნაწყენი დავრჩი.
-     -----------  თქვენ გიმნაზია რესპუბლიკაში პირველ სკოლად აქციეთ. მას დღემდე „არახამიას სკოლის“ სახელით იცნობენ. როგორ მიაღწიეთ ამას?
-    ------------   დაუღალავი შრომით. თავად ვაძლევდი სხვებს მაგალითს. ყველა ხედავდა ამ თავდადებას, თვითონაც სტიმული ეძლეოდა, იქნებოდა ეს მასწავლებელი, მოსწავლე თუ მშობელი. „არახამიას სკოლაზე“ გამახსენდა: იმ დროის ამბავს ვყვები, როცა სიგნალიზაცია ჯერ კიდევ იშვიათი რამ იყო, თუმცა, სკოლაში გვქონდა. ატყდა განგაში, ტაქსი დავიჭირე და ვუთხარი, რომ გიმნაზიაში წასულიყო. გზა თავად ვასწავლე, ძლივს ჩავიდა ნიკეამდე. როცა სკოლა დაინახა, წამოიძახა: „შე კაცო. არახამიას სკოლაში თუ მოდიოდი, ვერ მითხარი?“ J J
-   --------------    და ბოლოს, რას უსურვებთ აწ უკვე მე-40 სკოლას, მის პედაგოგიურ  კოლექტივსა და მოსწავლეებს?
-  ----------------     (მოკლე ფრაზით შემოიფარგლა, დაუფიქრებლად) ძველი დიდების დაბრუნებას!

     ინტერვიუ მოამზადეს ქალაქ ქუთაისის   N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:  თამარ გორგოძემ(მე-11 ბ კლასი), ქრისტინე თოლორდავამ (მე-10ბ კლასი), მარიამ ქვაჩახიამ ( მე-9ა კლასი)


                                               26.02.2016 წელი

No comments:

Post a Comment