Tuesday, March 22, 2016

ინტერვიუ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორთან ქალბატონ ლია კუხიანიძესთან

      1)     რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა?

           ობიექტურმა მიზეზებმა.

2) რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ პედაგოგს?

          ადამიანის სიყვარული და პატივისცემა, მოსწავლეებისადმი     პატივისცემა. საგნის სიყვარული და პროფესიისადმი ღირსეული დამოკიდებულება.

     3) როცა განვლილ ცხოვრებას თვალს მიადევნებთ, რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ  მარცხად და გამარჯვებად?

      მარცხი უკან დარჩა, გამარჯვება წინ არის...

4)   თქვენი აზრით განათლების სისტემა ცოდნაზეა ორიენტირებული თუ აღზრდაზე?

  -.სწავლა და აღზრდა ერთობლივი, განუყოფელი პროცესია...

5    5)   როგორია თქვენთვის იდეალური მასწავლებელი?

   იდეალური არაფერი არსებობს.

       6)    გყოლიათ თავად მასწავლებელი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში?

   დიახ, მყავდა ასეთი მასწავლებელი.

7     7)    როგორ ფიქრობთთანამედროვე მასწავლებელი სახელმწიფოსგან სათანადოდ არის დაფასებული?

არ ვიცი რას გულისხმობთ ,,დაფასებულში"?! ერთი შემიძლია გითხრათ: პედაგოგი აშენებს სახელმწიფოს, მასზეა დამოკიდებული როგორ ქვეანაში ვიცხოვრებთ.

       8)    გახსოვთ თქვენი პირველი გაკვეთილი? რა ემოციები ახლდა თან?

არამარტო პირველ გაკვეთილს, არამედ ყველაფერ პირველს ნერვიულობა ახლავს
.
       9)    თქვენ როგორც დირექტორი როგორ ეხმარებით დამწყებ მასწავლებლებს დაოსტატებაში?

- N40 სკოლაში არ არიან დამწყები პედაგოგებიმაგრამ ეს არ ნიშნავსრომ არ ვეხმარები პედაგოგებს. პირიქით, აქ ძნელი იქნება ყველა მხარდაჭერის ჩამოთვლა.

       10) თქვენი ნება რომ იყოსზოგადად როგორ შეცვლიდით სკოლას და განათლების სისტემას?

   - ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი ვერ გამოვა. ბევრ რამეს შევცვლიდი.

       11)  რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ეს შეკითხვები?

  ეს შეკითხვები, ისევე როგორც ბევრი სხვა კითხვა, არსებობს და არაფერი მოულოდნელი მასში არ არის.



ინტერვიუ მოამზადეს  მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა  ნინო ჭანკვეტაძემ  და ხატია ფახურიძემ.



No comments:

Post a Comment